ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.09.2014
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2014 წლის 15 სექტემბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების
დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილების 108-ე მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)
მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი თემის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
ყვარლის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.kvareli.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, გამგეობის იურიდიული სამსახური და ადმინისტრაციული სამსახური (საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება).
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ)
ინფორმაციის განთავსებას;
დ)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3.
საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ)
თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ)
თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა)
მუდმივი (ყოველდღიური);
ბ)
პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური).
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს (საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება) აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური (საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება).
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 17.00 სთ;
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 17.00 სთ;
გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 10 რიცხვის 17.00 სთ.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა)
მუნიციპალიტეტი;
ბ)
ბიუჯეტი;
გ)
ინფრასტრუქტურა;
დ)
ბიზნესი;
ე)
ისტორია;
ვ)
ახალი ამბები;
ზ)
განათლება;
თ)
სოციალური სფერო;
ი)
ბუნებრივი რესურსები;
კ)
ღირსშესანიშნაობები;
ლ)
რელიგია;
მ)
სამუშაო ჯგუფი;
ნ)
კონტაქტები;
ო)
ბმულები;
პ)
ტურიზმი;
ჟ)
საჯარო ინფორმაცია;
რ)
სოფლის მეურნეობა;
ს)
გზამკვლევი;
ტ)
პროექტები;
უ)
პროგრამები;
ფ)
ტენდერები.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
თვითმმართველობის ორგანოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საკრებულო:
ა.ა)
საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ა.ბ)
საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ა.გ)
საკრებულოს წევრები;
ა.დ)
საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ე)
საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა);
ა.ვ)
საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ა.ზ)
საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება);
ა.თ)
საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.
ბ)
გამგეობა;
ბ.ა)
გამგეობის დებულება;
ბ.ბ)
გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ.გ)
გამგეობის სტრუქტურა;
ბ.დ)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ბ.ე)
გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულები, გამგებლის წარმომადგენლები.
2.
სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ განყოფილებებად:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
ბ)
საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
გ)
გამგებლის ბრძანებები;
დ)
პროექტები:
ე)
კანონპროექტები;
ვ)
საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.
3.
მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
ბ)
ისტორია;
გ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
დ)
მუნიციპალიტეტის რუკა.
4.
ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
5.
კონტაქტების განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).