ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2015 წლის 18 ნოემბერი ქ. ტყიბული
|
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ, ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნება.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.tkibuli.ge.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის, გამგებლის პირველი მოადგილისათვის, გამგებლის მოადგილეებისათვის, გამგეობის თანამდებობის პირებისათვის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი ორშაბათის 12.00 სთ;
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 01 რიცხვის 12.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ;
გ) ინფრასტრუქტურა;
დ) საჯარო ინფორმაცია;
ე) ტურიზმი;
ვ) გალერეა;
ზ) გამგეობა;
თ) საკრებულო;
ი) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
კ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები;
ლ) მაჟორიტარი დეპუტატი;
მ) ბიუჯეტი;
ნ) ვაკანსია;
ო) განცხადებები;
პ) რელიგია;
ჟ) კულტურა და სპორტი;
რ) საკონტაქტო მონაცემები.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.11.2015. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.125.016185.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №39, 18.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3056308/