დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. დედოფლისწყარო |
|
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;
გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;
დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.dedoplistskaro.gov.ge.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
ა) მთავარი;
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) ადგილობრივი ხელისუფლება;
დ) მოქალაქეს;
ე) ბიზნესი;
ვ) სერვისები;
ზ) საჯარო ინფორმაცია.
ა) დედოფლისწყაროს შესახებ;
ბ) ტურიზმი;
გ) დარგობრივი სფეროები.
2. ადგილობრივი ხელისუფლების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერია და მერი;
ბ) საკრებულო და აპარატი;
გ) ინფოცენტრი.
3. მოქალაქეს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ჩაერთე ადგილობრივ თვითმმართველობაში;
ბ) განათლება;
გ) სოციალური პროექტები;
დ) სამედიცინო უზრუნველყოფა;
ე) დასაქმების შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
ვ) კარიერა მუნიციპალიტეტში;
ზ) S O S - 1 1 2.
4. ბიზნესის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) დაიწყე საკუთარი ბიზნესი;
ბ) აწარმოე საქართველოში;
გ) სტარტაპ საქართველო;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) სოფლის მეურნეობაში;
ვ) უწყებები ბიზნესისათვის.
5. სერვისების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ნებართვები;
ბ) საზოგადოებრივი;
გ) სოციალური ჯგუფებისათვის.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.05.2018. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.169.016407.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.07.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №57, 25.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016407 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4205366/