თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2021 წლის 7 აპრილი ქ. თერჯოლა |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;
გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას;
დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია – www.terjola.gov.ge.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან.
3. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის გადაწყვეტილებით, ვებგვერდის დიზაინის მომზადების ან მასში ცვლილების განხორციელების და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია მოწვეულ იქნას ამ დარგის სპეციალისტი (პროგრამისტი, IT-სპეციალისტი).
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია და საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარესთან ან/და მერთან შეთანხმებით.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.04.2021. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.126.016349.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №7, 07.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016349 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5145500/