თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ- გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2013 წლის 9 აგვისტო ქ. თელავი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. დებულება თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს;
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ- პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის.
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. თელავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია WWW.TELAVI-GOV.GE
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას,მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი;
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები,თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები,საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ.
ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ.
გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის’’ მიხედვით. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.