თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2018 წლის 23 აპრილი ქ. თელავი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დებულება თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების , ორგანიზებისა და გამოყენების საფუძვლებს.
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა :
ა ) თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიური , კულტურული , საზოგადოებრივ -პოლიტიკური მდგომარეობის , მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის ;
ბ ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან , დაწესებულებებთან , ორგანიზაციებთან და საწარმოებთან , საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება .
3. თელავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია: www.telavi.mun.gov.ge.
1. ვებგვერდ ის ადმინისტრირებას ახორციელებს თელავის მუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი .
2. ვებგვერდ ის ადმინისტრირება მოიცავს :
ა ) ვებგვერდ ის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას ;
ბ ) ვებგვერდ ის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას ;
გ ) ინფორმაციის განთავსებას ;
დ ) ვებგვერდ ზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის ;
ე ) ვებგვერდ ის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას ,მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან , ინფორმაციის შეცვლის , გაყალბების , დამახინჯების , წაშლის და დაბლოკვისაგან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდ ზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების , თანამდებობის პირებისა და თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირებისათვის .
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება . იგი საჯარო და უსასყიდლოა .
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით ) ან არაოფიციალური სტატუსი .
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია . საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით .
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია :
ა ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ;
ბ ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ;
გ ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები ;
დ ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები ;
ე ) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები ;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად :
ა ) მუდმივი (ყოველდღიური );
ბ ) პერიოდული (ყოველკვირეული ,ყოველთვიური );
გ ) ერთჯერადი .
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები , თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები , თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები , საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს და საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებგვერდ ზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით .
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი , ხოლო ვებგვერდ ზე დროულ , შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში ) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი .
3. ინფორმაციის მიწოდება (განახლება ) სავალდებულოა ყოველთვიურად – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ .
3.1 მუდმივ განახლებას ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტების , ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია და სხვა სიახლეების განთავსება ხორციელდება ყოველი დღის 13.00 სთ .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდ ზე ხორციელდება „თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდ ის დებულების“მიხედვით , თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის , თელავის მუნიციპალიტეტის მერთან კონსულტაციის და საკრებულოს აპარატის უფროსის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსულტაციის შესაბამისად .
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს , მერიის , მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების , სამართლებრივი აქტების , ჩატარებული ტენდერების , მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ .