ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №124 |
|
2014 წლის 15 სექტემბერი ქ. ბაღდათი |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმედბულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
ბ) პრემიის გაცემა ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
ბ) პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.
გ) პრემიის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
ბ) გადაწყვეტილებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამდებობის პირებზე (გაგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები) პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მღების უფლება აქვვს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რისთვისაც გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ საკითხის ინიცირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ;
ვ) პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველძე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.09.2014. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №124. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.124.016099.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №124, 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2506018/