საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/95
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/95
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მასმედიის სფეროში;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, „კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი - ინფორმაციის თავისუფლება) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის) ცოდნა კარგად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე