სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1552
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულებით შექმნილი, 2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებების (სხდომის ოქმები: №7, 18.02.2014 წ. და №8, 28.02.2014 წ.) და „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №383 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ქალაქ თბილისში, მიუსაფარი პირების თავშესაფარის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.
2. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 08.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1552. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017671.
- სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1552, 08.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017671 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2508928/