„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 12.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1676
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2014
matsne.gov.ge 364 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 15.08.2017 სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 15.03.2016 სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 14.12.2015 სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 12.08.2015 სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 11.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1676 2014 წლის 12 სექტემბერი  ქ. თბილისი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე        საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122  განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:   1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქციით:    „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012-2014 წლებში უზრუნველყოს:“.  2. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   „გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ღონისძიებების დაფინანსება 2012 წელს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი, „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება – შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“. პრემიერ-მინისტრი                                                                   ირაკლი ღარიბაშვილი