სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №787
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.034.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№787
2014 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი
მუხლი 1🔗
1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის (შემდგომში – მოთხოვნა) შედგენისა და გაგზავნის წესს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში.
2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.
მუხლი 2🔗
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა–ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მოთხოვნის შემდგენი პირის საკონტაქტო დეტალებს;
ბ) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დებულებებს;
გ) ინფორმაციის გადაცემის სასურველ ფორმას;
დ) შესაბამისი პირისთვის დასასმელი კითხვების ჩამონათვალს.
მუხლი 3🔗
1. ad hoc გადაწყვეტილებას ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მინისტრის მოადგილე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.
2. გაგზავნის მიზნით მოთხოვნისა და მასზე პასუხის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
ე) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის IV მთავარი სამმართველოს (საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი) უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეკავშირე ოფიცერი, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე;
ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
ზ) სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
თ) სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
ი) სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
კ) სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;
ლ) სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსის მოადგილე;
მ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსის მოადგილე;
მუხლი 4🔗
1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანური თანამშრომლობის ფარგლებში სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებისას საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისთვის სამინისტროში არსებული ინფორმაციის გადაცემა განხორციელდეს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის თანხმობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტს.
3. სამინისტროს დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაცია სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნეს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი),ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე – ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში (დეპარტამენტი) ან/და საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროში.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტზე.
მუხლი 5🔗
1. მოთხოვნა ან მასზე პასუხი იგზავნება კურიერის მეშვეობით, ფოსტით, ფაქსით ან/და ელექტრონული ფოსტით, ან დიპლომატიური არხებით, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. თუ მოთხოვნა ან მასზე პასუხი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ის იგზავნება კურიერის მეშვეობით, ფაქსით ან/და სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, ან დიპლომატიური არხებით, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. თუ მოთხოვნა ან მასზე პასუხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ის იგზავნება დიპლომატიური არხებით, კრიპტოგრაფიული სისტემებით ან/და შიფრებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საშუალებებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ განსაზღვრული საშუალებებით.