„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2014 წლის 19 სექტემბერი ქ. ოზურგეთი |
|
გაცემისა და მიღების წესი
ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა;
ბ) სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა;
გ) ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
დ) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ე)იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;(აფხაზეთი-სამაჩაბლო)
ვ) ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა;
ზ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა;
თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;
ი) მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებს პროგრამა;
კ) 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით;
ლ) უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა;
გ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება;
დ) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა;
2.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღრიცხულია 30 მრავალშვილიანი ოჯახი 4 და მეტი 18 წლამდე ბავშვით. მონაცემები წლის განმავლობაში ცვალებადია.
3. პროგრამა განხორციელდება ყოველთვიურად ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
4. მრავალშვილიან ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულაა 57.001-დან 150 - 001მდე (12 ოჯახი)წლის განმავლობაში 3-ჯერ გაეწევათ დახმარება 300 ლარის ოდენობით(ერჯერადად 100 ლარის ოდენობით).
5. პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. პროგრამის გაცემის წესი
დახმარების მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა.მოქალაქის განცხადება;
ბ.ბავშვების დაბადების მოწმობა (ასლები);
გ.მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები);
დ.ქორწინების მოწმობა (ასლი)(არსებობის შემთხვევაში);
ე.ბანკში გახსნილი პირადი ანგარიში;
7.სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულა (57.001-დან 150.001-მდე ქულით)
8.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს , რომ დახმარების მიმღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.
პროგრამის სუბიექტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული 140 მოქალაქე.
პროგრამის განხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
პროგრამის დაფინანსება
თანხის გაცემა ხდება ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.
პროგრამის სუბიექტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭივრებული 140 მოქალაქე.
პროგრამის განხორციელდება ერთ საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
პროგრამის დაფინანსება
თანხის გაცემა ხდება ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.
2.მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა.მოქალაქის განცხადება;
ბ. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
4.განცხადების დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებისა და ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ტრანსპორტისა და კეთილ მოწყობის სამსახურის მიერ გაცემული შემოწმების აქტის საფუძველზე.
5. განმცხადებელი დაფინანსების იღებს ინდივიდუალურად
2. 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სამამულო ომის ვეტერანზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა( სამაჩაბლო, აფხაზეთი) ხსოვნის დღე 27 სექტემბერი (18ოჯახი)ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი სიის შესაბამისად.
მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა.მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ.მემკვიდრის პირადი ანგარიში;
დ.პირადობის მოწმობის ასლი;
ა. ომის მონაწილის დამადასტურებელი პლასტიკური ბარათი;
ბ. ომის მონაწილის გარდაცვალების ცნობა;
გ. თანხის ამღების(მემკვიდრის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ. მოქალაქის განცხადება.
2. თანხის გაცემა მოხდება ბანკში ფიზიკური პირის(მემკვიდრის)მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე
2. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიური ხარჯი 8ლარი;.პროექტით დათვალისწინებულია მომსახურების შემდეგი სერვისი:
ა. ყოველდღიური მომსახურება (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა)2ჯერადი კვებით სადილი და სამხარი;
ბ.ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა (ცენტრში მათი მიყვანა და შინ დაბრუნება);
გ.საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
დ.საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები;
ე.ბენეფიციართა სან-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა.
1.ზამთრისათვის საშეშე მერქნით დახმარებას (გაიცემა ერთჯერადად, თითოეული ოჯახისთვის საშეშე მერქნის თანხის უზრუნველყოფით) თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით.
2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 200 (ორასი) ლარს.
3. ყველა სახის დახმარებების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე
4. ექსტრემალურ სიტუაციაში ოპერაცია გადადაუდებელი სამედიცინო მომსახურებას.
5. ყველა სახის დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.
პროგრამის გაცემის წესი:
ა.პირადობის მოწმობები ასლები;
ბ.დევნილთა მოწმობების ასლები;
გ.მოქალაქის განცხადება.
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯს, რომლებიც დიალეზით მკურნალობის კურსს თბილისსა და ბათუმში გადიან.
პროგრამის გაცემის წესი:
ა.მოქალაქის განცხადება
ბ.პირადობის მოწმობის (ასლი);
გ. ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ჰემოდიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
დ. ცნობა ოზურგეთის ჰემოდიალიზის სამედიცინო ცენტრიდან რომ არ იმყოფება აღრიცხვაზე.
2. მომსახურება განხორციელდება შაბათ- კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა ყოველ დღე 14.00 დან18.00სთ მდე
ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით (სადილი,სამხარი)
3. ცენტრის მიერ განხორციელდება ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებები: მშობელთა კონსულტაციები, ვიზიტი ოჯახებში, ოფიციალური დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარება, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები (კულინარია, ხელგარჯილობა,ქორეოგრაფია, უცხო ენები)
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
2.დახმარება გაეწევათ დედ-მამით ობოლ სტუდენტ ბავშვებს ,სტუდენტის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში.
დახმარების მიღების მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი;
2.ცნობა მეურვეობის შესახებ;
3.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
4. მოქალაქის განცხადება.
5. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.
2.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭივრებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არის 150.000 მდე(ერთჯერად ფინანსურ დახმარებას პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით მიიღებს ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57.000 დან-150.000-მდე არაუმეტეს 100(ასი) ლარისა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის საფასურის ასანაზღაურებელი თანხა ჩაერიცხებათ იმ პირებს , რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არის 75.000 დან 150.000 მდე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3.ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა და სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა აღემატება 2000 ლარს დახმარების მაქსიმალური თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
4.ერთჯერადი ფინანსური დახმარების, პირად ანგარიშზე გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს(სარეიტინგო ქულა 57.000-150. 000მდე)
ა.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100;
ბ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან(ქულათა რაოდენობის შესახებ);
გ.პირადობის მოწმობის ასლი;
დ. პირადი საბანკო ანგარიში.
5.ერთჯერადი ფინანსური დამარების, სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოდგინოს,(სარეიტინგო ქულა 57.000 დან-150 000-მდე)
ა. მოქალაქის განცხადება.
ბ.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100;
გ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან(ქულათა რაოდენობის შესახებ);
6.პირადობის მოწმობის ასლი;
გ.სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურა.
7. ერთჯერადი ფინანსური დახმარების, სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს (სარეიტინგო ქულის არქონის შემთხვევაში)
ა.მოქალაქის განცხადება
ბ.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100.
გ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულათა რაოდენობის შესახებ;
დ.პირადობის მოწმობის ასლი.
8. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა (მოქალაქის წილობრივი გადასახდელი თანხა შეადგენს 2000 ლარს და ზევით)
9. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მცხოვრები
2.დახმარების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა.მოქალაქის განცხადება;
ბ.პირადობის მოწმობის ასლი;
გ.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ.სამედიცინო დაწესებულებიდან (ანგარიშ ფაქტურა)ან ინვოისი
3. ფორმა №100
4.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
5.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მცხოვრები.
2.დახმარების მიღების მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა.განცხადება;
ბ.პირადობის მოწმობის ასლი;
გ.მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.
4.დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.