1. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:
ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;
ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;
გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;
დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;
ე) ხელმძღანელობისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
2. შესრულების კონტროლის ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას;
3. კონტროლს ახორციელებენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულების ხელმნძღვანელები და პასუხისმგებელი შემსრულებლები