1. ნომენკლატურაში დოკუმენტების დაჯგუფება ხდება საქმეთა სათაურების მიხედვით, რომლებიც ასახავს თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობის ყველა დოკუმენტირებულ საქმიანობას;

2. იმ საკითხთა საქმეების სათაურები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არ გადაწყვეტილა, ”გარდამავალია“ და იმავე ინდექსით შეიტანება თვითმმართველობის ორგანოს მომდევნო წლის საქმეთა ნომენკლატურაში;

3. თვითმმართველობის ორგანოს საქმეთა ნომენკლატურაში შეიტანება იმ ლიკვიდირებული დაწესებულებების საქმისწარმოებით დაუმთავრებელ საქმეთა სათაურები, რომელთა უფლებამოსილი მემკვიდრე არის თვითმმართველი ერთეული;

4. საქმეთა ნომენკლატურაში არ შეიტანება ბეჭდურ გამოცემათა სათაურები.

5. ნომენკლატურაში შეტანილი საქმის სათაური შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

ა) საქმის სახეობის ან დოკუმენტების ნაირსახეობის სახელწოდება;

ბ) დაწესებულების ან სტრუქტურული ქვედანაყოფის (დოკუმენტის ავტორის) დასახელება;

გ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც გაეგზავნება ან რომლისგანაც მიიღება დოკუმენტები (დოკუმენტის ადრესატი ან კორესპონდენტი);

დ) საქმის დოკუმენტების მოკლე შინაარსი;

ე) საქმის დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებული ადგილმდებარეობის (ტერიტორიის) სახელწოდება;

ვ) თარიღები (პერიოდი), რომლებსაც განეკუთვნება საქმის დოკუმენტები;

ზ) საქმის დოკუმენტების ასლებზე მითითება.
თავი VI
საქმეთა ფორმირე