მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 22 სექტემბერი ქ. მარტვილი |
|
განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
2. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.
3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურის მისამართია: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №10.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას;
ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;
ზ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
თ) მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზებას;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას;
ლ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის, გარე რეკლამის მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებზე პროექტების მომზადება-განხილვას;
მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ნ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბრძანებების პროექტების შემუშავებას; მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, შეთანხმებას და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
პ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ჟ) ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებების გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
რ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემას;
ს) მშენებლობადამთავრებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ტ) გამგებლის სხვა დავალებების შესრულებას;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისათვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად გამგეობის შესაბამის სამსახურებთან ერთად კოორდინირებულად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ე) აწარმოოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) უზრუნველყოს სამშენებლო კანონის დარღვევით აშენებული რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის მომზადება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;
ზ) უზრუნველყოს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმისწარმოების შემოწმების აქტის შედგენა, ასევე საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 26-ე, 43-ე-54-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
თ) უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ X თავით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ხმაურისა და დასუფთავების დამდგენი ნორმების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;
კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ლ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა-რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები ან/და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი წინასაარჩევნო აგიტაციის, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების (მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებები) გავრცელებაზე, პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე, სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; უზრუნველყოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საჭირო სანქციების გამოყენება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების და დავალებების შესრულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
ვ) შეადგინოს პროექტი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ზ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;
თ) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისთვის წინადადებების მომზადებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების, დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას და შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადებას;
დ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;
ე) შესაბამის სამსახურებთან ერთად წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, გამგებლის წინაშე საკითხის დასმას დამპროექტებელთა და ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ;
ზ) წინადადების მომზადებას შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ობიექტების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად;
თ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას; წინადადების შემუშავებას მშენებლობის პროექტის შესათანხმებლად, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, წინადადების მომზადებას მათი შეთანხმებისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე;
ი) დასახლებებში გარე განათებისა და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;
კ) წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გამწმენდი ღონისძიების დაგეგმვას;
ლ) წინადადების მომზადებას ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ და მათი განხორციელების ორგანიზებას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, წინადადებების შემუშავებას დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, ასევე საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე;
ნ) კონტროლის დაწესებას სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვასა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და დასახლებებში დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
ო) გარე რეკლამის განთავსებისთვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
პ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, კომუნალური მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე;
ჟ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენას და წინადადებების შემუშავებას მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე;
რ) ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;
ს) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;
ტ) გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს;
უ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებას;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთათვის ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას;
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებითა და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;
კ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და გამგეობის დებულების საფუძველზე გამგებლის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით;
ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით დადგენილი წესით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №5, №6 დადგენილებები. (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016054).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული
განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაგამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.თავი II
სამსახურის საქმიანობა