ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.2014
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2014
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.10.2014 ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.09.2014 ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 03.11.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.09.2014 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 22 სექტემბერი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების VIII თავის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 01 ნოემბრამდე. მუხლი 3🔗 რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ყაზბეგის მუნციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. მუხლი 4🔗 წინამდებარე  დანართის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის  ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. მუხლი 5🔗 წინამდებარე  დანართის  მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგებლის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია. მუხლი 6🔗 რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის გეგმა შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად 1. რეორგანიზაცია შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:  ა)  ადმინისტრაციული სამსახური;  ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;  გ) განათლების კულტურისა და სპორტის სამსახური;  დ)სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმინობაზე ზედამხედველობის სამსახური;  ე) მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;  ვ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;  ზ) სამხედრო-აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;  თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და  ფუნქციების განსაზღვრის ვადაა 10 დღე  (მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის გეგმის წარდგენიდან). 3. ახალი სტრუქტურით გათვალისწინებული სამსახურების დებულებების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა.  (ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ დადგენილების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში); 4. რეორგანიზაციის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობა განაგრძობს მუშაობას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 5. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის შვებულებაში მყოფ მოხელეთა გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ; გ) რეორგანიზაციის პერიოდში დაუშვებელია ახალი თანამშრომლის მიღება ან გათავისუფლება სამსახურიდან, გარდა პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებისა; დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების გაფრთხილება მოსალოდნელი კონკურსისა და ატესტაციის შესახებ; ე) სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება; ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა; ზ) სალიკვიდაციო ღონისძიება; თ) კონკურსის ჩასატარებლად საჭირო ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება; ი) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა; კ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრისა; ლ) ვაკანსიის გახსნა და გამოქვეყნება.