1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით.
2. კონკურსის გამოცხადების დღიდან კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა.
3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზ