კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, გაერთიანების წინადადებით;
გ) კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით;
დ) პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაშ