ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში კონკურსი) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში ატესტაცია) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) დაწესებულება - თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია;
დ) დაწესებულების ხელმძღვანელი-თუ კონკურსი მხოლოდ საკრებულოს აპარატისათვის მოხელეთათვის ტარდება დაწესებულების ხელმძღვანელია საკრებულოს თავმჯდომარე, თუ მერიისათვის - მერი, თუ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულისათვის - მერი.
ე) ამ დებულების მიზნებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლში მოცემული პირების