1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება აწესრიგებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისა და  ატესტაციის წესს, პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს.

2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის  ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის  18 ივნისის №412 დადაგენილების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადაგენილებისა და აღნიშნული დებულების საფუძველზ