1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.

2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს ამ საკითხის ინიციატორები. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია, სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები) განმარტებით ბარათებთან ერთად.

3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომლის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო.

4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორები ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება.

5. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის ხელმომწერთა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 7 დღის ვადაშ