1. დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება.
2. საერთო კრებაში მონაწილეობას იღებენ დასახლებაში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქენი.
3. საერთო კრება ტარდება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
ბ) მერის ინიციატივით;
გ) დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა 1%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 პირის ინიციატივით.
4. საერთო კრება ტარდება ინიციატორის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც უნდა გამოიცეს კრების ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
5. დასახლებაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000 კაცს, საერთო კრება ტარდება რამდენიმე ჯგუფად ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დღეს.
6. დასახლების საერთო კრებაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ერთ საკითხზე მეტი, რაც არ გამორიცხავს დასახლების საერთო კრების მიერ საკუთარი ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა საკითხების განხილვას.
7. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მერიის რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.
8. დასახლების საერთო კრების ოქმში შეიტანება დასახლების საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები), მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).
9. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე მერიის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არა ნაკლებ ხუთი მონაწილე.
10. დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაშ