1. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს საჯარო შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის ამომრჩევლებთან. ამომრჩევლებთან შეხვედრების გრაფიკი  მტკიცდება საკრებულოს შესაბამის წევრთან შეთანხმებისა და მასთან კონსულტაციის საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

3.  საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი. ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს აპარატშ