1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული ფორმით, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პროაქტიულად გამოქვეყნება დადგენილი წესის მიხედვით საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წერილობითი ფორმით, ოფიციალურად ანგარიშის წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.