1. კომისიის სხდომების პერიოდულობასა და სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სავალდებულოა კომისიის სხდომის ჩატარება თვეში ერთხელ მაინც. სავალდებულოა აგრეთვე კომისიის სხდომის ჩატარება, თუ ამას მოითხოვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს თავმჯდომარე ან/და ამ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.
4. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს ის წევრები, რომლებიც ამ კომისიის წევრები არ არიან, მერიის თანამდებობის პირები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლებ