1. ახლად არჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით (მათ შორის ერთი თავმჯდომარე), ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას.
2. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს, მათ შორის განიხილავს საკრებულოს წევრობასთან შეუთავსებლობის შემთხვევებს, ასევე უზრუნველყობს კენჭისყრის დროს მიცემული ხმების დათვლას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფარული კენჭისყრის ბიულეტენების მომზადებას, ადგენს დასკვნას ფრაქციების მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების კანონიერების შესახებ და ახორციელებს სხვა პროცედურულ საკითხებს.
3. დროებითი სამანდატო კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დაკომპლექტებამდე (თავმჯდომარის არჩევამდე და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცებამდე) და ამ პერიოდამდე დროებითი სამანდატო კომისია ასრულებს იურიდიულ და საპროცედურო საკიხთა კომისიის უფლებამოსილება