1. ახლად არჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო  კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებითი სამანდატო  კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (არჩევნების შედეგების შემაჯემებელი ოქმის ორიგინალი), რის შემდეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, დროებითი სამანდატო კომისია საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.

2. ახლად არჩეული საკრებულო, დროებითი სამანდატო  კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით ღია კენჭისყრით, ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დროებითი სამანდატო  კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში ასევე ის პირები რომლის საქმიანობა ან დაკავებული თანამდებობა შეუთავსებელია საკრებულოს წევრის სტატუსთან. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის საქმიანობა ან დაკავებული თანამდებობა შეუთავსებელია საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულო განიხილავს შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტიდან ან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე.

4. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესი