1. სახელობითი კენჭისყრა ღია კენჭისყრის ერთგვარი სახეობაა სადაც საკრებულოს წევრი ღიად მაგრამ წერილობითი ფორმით გამოხატავს თავის გადაწყვეტილებას. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მისი სახელი გვარი გარკვევით.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავის გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.
3. სახელობითი კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტისას. თავი X საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 58, №34, 23.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.132.016230 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2513057/muxli-58/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია