1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - საკრებულოს განკარგულება.
2. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
3. საკრებულოს განკარგულება ძალაში შედის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ განკარგულებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
4. საკრებულოს სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ.
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის