1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ერთი თვის ვადაში ფრაქციების კვოტების შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას, კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი საკრებულოს წევრების თანხმობით. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრი (მათ შორის თავმჯდომარე და მოადგილე) ვალდებულია იყოს ერთი კომისიის სემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში, რის შესახებაც საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს საკრებულოს სხდომაზე განკარგულების ფორმი