1. საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარის ან/და საკრებულოს ბიუროს სახელზე შედგენილი შესაბამისი წერილობითი განცხადების საკრებულოს აპარატის კანცელარიაში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საკრებულო განკარგულების ფორმით, კენჭისყრის გარეშე ცნობად იღებს საკრებულოს თანამდებობის პირის განცხადებას გადადგომის შესახებ.
თავი XIII
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის

სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია,გამოქვეყნება და ძალაში შესვ