📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.132.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,383 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2014 მიღება
01.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ   ბათუმის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება  № 38 2014 წლის 23 სექტემბერი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემრის N36 დადგენილება (საქართველოს საკანონ­მდებ­ლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016187). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდე­ბობა­ზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) უნარ-ჩვევები. მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები 1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოც­დი­ლება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. ე) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლები ა)  უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი საბუღალტრო,  საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება; ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ე) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგა­ნიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; ზ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიც­ხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორ­მების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება; კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრო­ნუ­ლი ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტა­რი­ზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივ­ლი­სის №605 ბრძანების ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 9. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები ა)  უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრო­ნუ­ლი ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტა­რი­ზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივ­ლი­სის №605 ბრძანების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადიოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლი­ანი სა­მუ­შაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოე­ბას­თან ურთიერთობის სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ორი უცხო ენის, მათ შორის, ერთ-ერთი ინგლისურის, ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 11. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება: ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლი­ანი სა­მუ­შაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა ან/და საპროტოკოლო ღონისძიებათა სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 13. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება: ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწ­ყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლი­ანი სა­მუ­შაო გამოცდილება საზოგადოე­ბას­თან ურთიერთობის სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნოს თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 16. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივი კომისიების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიის დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 17. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონი;   დ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 18. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) ა) უმაღლესი განათლება; ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონი;   გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 19. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.