„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9-16
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9-16

2014 წლის 23 სექტ ე მბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა’’, 25.10.2006წ, N209, სარეგისტრაციო კოდი: 010.260.030.35.101.009.490) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინისტრაცია);

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  საქალაქო სამსახური;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური;

 ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო  სამსახური;

ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური;

ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;

კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური;

ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური;

ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური.’’

 

ბ) 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 121. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სტრუქტურა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირებისგან:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - მთავრობის ხელმძღვანელი;

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები;

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებელი;

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგებელი;

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი;

8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებელი;

9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგებელი;

10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისმერიის  მთაწმინდის რაიონის გამგებელი;

11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებელი;

12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებელი;

13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებელი;

14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი;

15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი;

16. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი;

17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო  სამსახურის უფროსი;

18. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი;

19. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი;

20. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი;

21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი;

22. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი;

23. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი;

24. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი;

25. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.’’

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9-16. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016016.
სად არის „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9-16, 23.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2515370/