ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ტყიბული
|
|
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი, სამსახურის დასახელების აღნიშვნით.
7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
კულტურისა და განათლების განყოფილება;
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) გამგებელს წარუდგენს მოსამსახურეთა მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
თ) გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;
ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ახორციელებს გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს, განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
კ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;
ე) წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, თეატრების, მუზეუმების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადების წამოყენებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს;
ბ) წინადადებების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;
დ) კულტურული ღონისძიებების ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება და ღონისძიების ჩატარების კოორდინაცია;
ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრებისა და სხვა ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია გამგებლის ბრძანება გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ და განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.