სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 24 სექტემბერი ქ. სამტრედია |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია შესყიდვების ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას;
ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;
დ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას გამგებლისათვის;
ე) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას;.
ვ) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ზ) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას.
თ) მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობაზე, იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას;
ი) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;
კ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
ლ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ინსტრუქციის” შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;
ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
თ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას;
ი) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;
კ) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას;
ლ) მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობაზე, იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას;
მ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;
ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
ო) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ინსტრუქციის” შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.09.2014. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016130.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.07.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №29, 24.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2517648/