1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის დოკუმენტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს და ადასტურებს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-152-ე, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის იურიდიულ ფაქტს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის წესს, შესაბამის უფლებამოსილ თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ,,მუნიციპალიტეტის სამსახურებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ