1. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.429

საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1231 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ. 24

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66

საქართველოს 2013 წლის
28

მაისის

კანონი №
618
– ვებგვერდი,18
.0
6
.2013