ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 9 ივნისი აბაშა |
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად;
ბ)საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად;
გ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად;
ე) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი №5 დანართის შესაბამისად;
ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა №6 დანართის შესაბამისად;
ზ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №7 დანართის შესაბამისად.
ა) საქართველოს კანონის ,, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 771, 772, 825, (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 125-ე მუხლის მე-8, მე-16 ნაწილებით, 1341, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501, 1512, 152-ე, 1522, 1525, 1526-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების, ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს;
ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას;
გ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „აბაშის კეთილმოწყობას“;
დ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 1966, 197-ე, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს;
ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს“.
|
ა) ნომერი;
ბ) დამცავი ბადე;
გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს;
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პასუხისმგებელი პირი.
4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.
5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად , რომელთაგან :
ა ) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად , დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს ) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ;
ბ ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან ;
გ ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლიარის ჩაბარების შესახებ , ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას , ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით .
3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არიან მოწმეები , რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ , ოქმის შემდგენმა პირმა , საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად , შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში .
4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით , ოქმში ჩანაწერი კეთდება გარკვევით , დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში , ივსება ახალი ოქმი . ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ოქმის შემვსები , მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზის მითითებით , აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა – ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს )
5. ოქმის შედგენისას , დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები , რაც აღინიშნება ოქმში .
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება :
ა ) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი ;
ბ ) ოქმის შემდგენის თანამდებობა , სახელი და გვარი ;
გ ) ნორმატიული აქტების დასახელება , რომელიც იქნა დარღვეული ;
დ ) ნორმატიული აქტი ( ნორმაზე მითითებით ), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის ;
ე ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ : ფიზიკური პირი - სახელი , გვარი , მისამართი , პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში ); იურიდიული პირი - იურიდიული პირის მისამართი , სახელწოდება , საიდენტიფიკაციო კოდი , წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები ;
ვ ) მოწმეთა ან /და დაზარალებულთა სახელები , გვარები და მისამართი , თუ ასეთები არიან ;
ზ ) სამართალდამრღვევის ახსნა -განმარტება ;
თ ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები ;
7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი , თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი , ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც .
8. იმ შემთხვევაში , თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე , ოქმის შემდგენის მიერ , ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი .
9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა -განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო , აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები .
10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს ), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე .
11. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 270-ე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში , ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს .
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის შესახებ ( აქტის შედგენის ადგილი) ---------- ---------------------------- 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს.
|
(ს/ფ გაცემის ადგილი) (ს/ფ გაცემის თარიღი)
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ:
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
(სამართალდამრღვევის იურიდიული მისამართი ან ფაქტობრივი მისამართი)
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი:
-----------------------------------------------------
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
(კრედიტორის რეკვიზიტები)
მოვალე:
რეკვიზიტები:
(მოვალეს რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
უფლებამოსილი პირი:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“?
- „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“ მიღებულია 09.06.2023. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 020080160.35.110.016480.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.07.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“, №14, 09.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.110.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5826415/