„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2023 წლის 18 ივლისი აბაშა |
1. დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1, №2 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
ა) ნომერი;
ბ) დამცავი ბადე;
გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.
2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პასუხისმგებელი პირი.
4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების/ქვითრების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.
5. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის, ოქმების/ქვითრების რეგისტრაციის ჟურნალზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები და საჯარიმო ქვითრები ჩაბარდება ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, მათი შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენთან;
გ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლიარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
5. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) ნორმატიული აქტების დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ) ნორმატიული აქტი ( ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთი პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი – იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართი, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
8. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
11. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისგან: საჯარიმო ქვითარი და საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, დაისმება ბეჭედი იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენ თანამშომელთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე სააღსრულებო ფურცელთან ერთად ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს- სააღსრულებო ბიუროს.
5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ 252-ე და 273-ე მუხლებითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარი ივსება შემდეგი წესით:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოსამსახურე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი:
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში - მოქალაქის პირადი ნომერი,სახელი, გვარი და მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში - დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------- მუხლის ------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ------ ლარის ოდენობით;
ბ.ზ) 6.1 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ნარჩენების მართვის კოდექსის ---------- მუხლის -------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას --------- ლარის ოდენობით;
ბ.თ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;
ბ.ი) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა;
7. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
8. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. მოწმის არსებობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარს ხელი შეიძლება მოაწეროს ასევე ამ პირმაც.
9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემდგენის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები, საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ იგი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შედეგადაც, საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
11. II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, I ნაწილის - საჯარიმო ქვითრის შესაბამისად;
12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
13. საჯარიმო ქვითრის შემდგენი საჯარო მოსამსახურე/შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
14. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საჯარო მოსამსახურე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო სააღსრულებო ფურცელს გასცემს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
|
------------------------------ ------------------------------- (ს/ფ გაცემის ადგილი) (ს/ფ გაცემის თარიღი)
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ:
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
(სამართალდამრღვევის იურიდიული მისამართი ან ფაქტობრივი მისამართი)
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი:
-----------------------------------------------------
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
(კრედიტორის რეკვიზიტები)
მოვალე:
რეკვიზიტები:
(მოვალეს რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი: