,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2023 წლის 27 ივლისი დაბა ჩოხატაური |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დაგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 118-ე, 122-ე-128-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093, 239-ე მუხლის მე-14, 141, 27-ე, 66-ე და 67-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
დ) დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის ფორმა დანართი №21 შესაბამისად;
ე) დანართი №4 ამოღებულ იქნეს.
|
2. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელე.
3. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 242008787).
4. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება და ამავე კანონის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საჯარო მოხელეს.
5. უფლებამოსილი საჯარო მოხელე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 553, 642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 150-ე 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენლის შესახებ;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ;
დ) ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) ინფორმაცია მოწმეთა ან/და დაზარალებულთა შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები და მტკიცებულებები;
ი) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ) თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და სამართალდამრღვევი. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდეგნი საჯარო მოხელის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
5.ოქმის შედგენისას, სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (დედანი) დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს/თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მეორე ეგზემპლიარი რჩება ოქმის შემდგენელ საჯარო მოხელესთან, მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. თუ სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, ოქმი გაიგზავნება სამართალდამრღვევის იმ მისამართზე, რომელიც ცნობილია ოქმის შედგენისთვის.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში.
9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება:
ბ.ვ.ა) 6.1 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------------- და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ვ.ბ) 6.2 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
4. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. სჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმოს ქვითრის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს საჯარიმო ქვითარს.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შესაბამისად.
6. საჯარიმო ქვითრის შედგენისას, სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7.საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარო ქვითრის ჩაბარებაზე, საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარი ითვლება სამართალდარღვევისთვის ჩაბარებულად.
8. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ საჯარო მოხელის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
9. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
10. საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში.
11. საჯარიმო ქვითრის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
2. სამსახურის უფროსი დამატებით იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე, სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.
3. საქმის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული პირების (არსებობის შემთხვევაში - დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. საქმე შეიძლება განხილული იყოს სავარაუდო სამართალდამრღვევის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინასწარ ეცნობა საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ და მას არ წარმოუდგენია მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
5. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უკვე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდება, ხოლო დაინტერესებულ პირს ეცნობება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი გამოცემიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.
3.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებით და საჯარიმო ქვითრით მომარაგებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვისა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ პირებზე ოქმის გაცემა ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.
6. პასუხისმგებელი პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის მიღება, გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი).
7. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით.
8. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.
9. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. კალენდარული წლის ბოლოს, ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, კეთდება ჩანაწერი რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად და აღირიცხება ჟურნალში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პირს, ვის მიმართაც საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე არის გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/შედგენილია საჯარიმო ქვითარი, მისი გამოტანიდან/შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/საჯარიმო ქვითრის განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234¹ მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ოქმი №
|
_____________ _____ _________ 20___ წ. _____ სთ (ოქმის შედგენის ადგილი) ოქმის შედგენის თარიღი და დრო )
მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენლის შესახებ: _______________________________________________________
_______________________________________________________
_______________________________________________________ (ოქმის შემდგენელი უწყება, ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: _____________________________________________________ _____________________________________________________ _____________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილის მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი) ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ: ___________________________________________________ ___________________________________________________ ___________________________________________________ ___________________________________________________ ___________________________________________________ (სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი, სამართალდარღვევის აღწერა) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისთვის: ___________________________________________________ ___________________________________________________ ___________________________________________________ (დარღვეული ნორმატიული აქტი, მუხლი, ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
ინფორმაცია მოწმეთა შესახებ (არსებობის შემთხვევაში): 1. _______________________________________________ _________________________________________________ 2. _______________________________________________ ________________________________________________ (მოწმის სახელი, გვარი, პირადი №, დაბადების თარიღი და მისამართი, ხელმოწერა)
ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ (არსებობის შემთხვევაში): 1. ________________________________________________ ________________________________________________ 2. ________________________________________________ __________________________________________________ (დაზარალებულის სახელი, გვარი, პირადი №, დაბადების თარიღი და მისამართი, ხელმოწერა)
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: _________________________________________________ _________________________________________________ ________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები და მტკიცებულებები: _________________________________________________ _________________________________________________ _________________________________________________ _________________________________________________
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 252-ე მუხლით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, კერძოდ: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი / ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ______________________________________________ ______________________________________________ ______________________________________________ (შენიშვნის შინაარსი) თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ______________________________________________ ______________________________________________ ______________________________________________
სამართალდამრღვევი: _____________________________ _________ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) (თარიღი)
ოქმის შემდგენელი: _______________________ _____________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) (თარიღი)
ბ. ა. დამკვეთი: დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის N
|
|
გაგრძელება
|
------------------- ---------------20 --- წელი
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის სისწორეს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი: ________________________________ (სახელი, გვარი) ______________________ (ხელმოწერა) ოქმის/საჯარიმო ქვითრის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ________________________________ (სახელი, გვარი) ______________________ (ხელმოწერა) |