თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 25 სექტემბერი ქ. თელავი |
|
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (ტექსტში შემდგომ) აწესრიგებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხორებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.
მოსაკრებლის გადამხდელია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
9. მესაკუთრის/მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დაარსებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.
2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი;
გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = მოც. X თვის განაკვეთზე; მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე; მოც = ნარჩენის წარმოქმნის (კვ.მ. ადგილი, საწოლი). |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.09.2014. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.163.016210.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №29, 25.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.163.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2518010/