ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 24 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილების თანდართული დებულების 39-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დებულება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის.
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია OZURGETI.GOV.GE.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და საკრებულოს აპარატის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები,საწარმოები და ორგანიზაციები მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ;
ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ;
გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის’’ მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მუნიციპალიტეტი;
ბ) ხელისუფლება;
გ) საჯარო ინფორმაცია;
დ) სამართლებრივი აქტები;
ე) ახალი ამბები;
ვ) კონტაქტები.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
ბ) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
გ) ინფრასტრუქტურა:
გ.ა) ეკონომიკა;
გ.ბ) მრეწველობა;
გ.გ) სოფლის მეურნეობა;
გ.დ) ბუნებრივი რესურსები;
გ.ე) ტრანსპორტი;
გ.ვ) ტურიზმი;
დ) სოციალური სფერო:
დ.ა) განათლება;
დ.ბ) კულტურა;
დ.გ) ჯანდაცვა;
დ.დ) სპორტი;
დ.ე) სოციალური დაცვა;
დ.ვ) ახალგაზრდობა;
დ.ზ) მასმედია;
ე) ისტორია; ღირშესანიშნაობები;
ვ) სტატისტიკა;
ზ) მუნიციპალიტეტის რუკა.
2. ხელისუფლების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულო:
ა.ა) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, ფოტოსურათი, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ა.ბ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა);
ა.გ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);
ა.დ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ა.ე) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.
ბ) მერია;
ბ.ა) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, ფოტოსურათი, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ.ბ) მერიის სტრუქტურა;
ბ.გ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).
3. საჯარო ინფორმაციის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები);
ბ) მუნიციპალური შესყიდვები (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
გ) მუნიციპალური ქონება (ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ);
დ) მუნიციპალური პროგრამები, პრიორიტეტები (ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე);
ე) სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
ვ) საზოგადოებრივი მომსახურეობა.
ზ) ცნობები (საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ);
თ) ადმინისტრაციული საჩივრები (ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ);
ი) მომუშავეთა რაოდენობა (კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში);
კ) ვაკანსიები.
4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა .ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
ა.ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
ა.გ) მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებები;
ა.დ) სამართლებივი აქტების პროექტები;
ა.ე) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.
5. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
6. კონტაქტების განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი.