ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის- მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2014 ძალადაკარგული 23.03.2018
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
430210000.35.176.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №33 დადგენილების „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილების „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის-მოწმობის ფორმებისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის 2009 წლის №3/93 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის ფორმის აღწერილობა-მახასიათებლები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
  დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის-მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის   გაცემის წესი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი №1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებოსა განმანათლებლო

დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის -

მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები.

1.  მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა „თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის“ და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამახასიათებელი ნიშანი – ლოგო (ვიოლინოს გასაღები, 2 ფუნჯი, 2 ნიღაბი).

2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება იურიდიული ფორმის მითითებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი-მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი, მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორის ხელმოწერა, დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ ცარცის ქაღალდზე A4 ზომით. მოწმობის შიდა მხარეს მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება - სამართლებრივი ფორმის მითითებით, რომლებიც უნდა შესრულდეს მუქი ლურჯი ფერით, ასევე წარწერა - მოწმობა (დიდი შრიფტით) და ლოგო (სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების დამახასიათებელი ნიშანი) ბრინჯაოს ფერით. წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს მუქი ლურჯი ფერით, მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ბრინჯაოს ფერის დეკორატიულ ჩარჩოში. მოწმობის დაცვის მექანიზმი - წარწერა ,,ხელოვნება“ უნდა შესრულდეს უფერო ლაქით. მოწმობის სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

 

 

 

 

 

 


დანართი №2
თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი

 

მოწმობა

 

1. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი

 

მოწმობა
 

2. თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სკოლისგარეშე სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი

 

მოწმობა

 

სერია---------- -------------

 

მიეცა

რომელიც------------------წელს ჩაირიცხა და ---------------------------------------წელს დაამთავრა

-------------------------------------------------------------------------------------------------მიიღო შემდეგი შეფასება

1.    ----------------------------------------                            10. -----------------------------------------

2.    ----------------------------------------                            11. -----------------------------------------

3.    ----------------------------------------                            12. -----------------------------------------

4.    ----------------------------------------                            13. -----------------------------------------

5.    ----------------------------------------                            14. -----------------------------------------

6.    ----------------------------------------                            15. -----------------------------------------

7.    ----------------------------------------                            16. -----------------------------------------

8.    ----------------------------------------                            17. -----------------------------------------

9.    ----------------------------------------                            18. -----------------------------------------

 

 

დირექტორი ---------------------------------

პასუხისმგებელი პირი ---------------------

გაცემის თარიღი ----------------------------

 

             ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

CITY HALL OF MUNICIPALITY OF SELF-GOVERNING CITY TELAVI

NON-COMMERCIAL JURDICAL PERSON CERTIFICATE OF SUCCESSFULLY COMPLETING THE OFF ART EDUCATIONAL ESTABLISHMENT

 

 

 

serial---------- -------------

 

this is to certify

entered the off-school art educational establishment

---------------------------------------------------------------------------------------------in------------------------------and finished in---------------------------------------with following grades

1.    ----------------------------------------                            10. -----------------------------------------

2.    ----------------------------------------                            11. -----------------------------------------

3.    ----------------------------------------                            12. -----------------------------------------

4.    ----------------------------------------                            13. -----------------------------------------

5.    ----------------------------------------                            14. -----------------------------------------

6.    ----------------------------------------                            15. -----------------------------------------

7.    ----------------------------------------                            16. -----------------------------------------

8.    ----------------------------------------                            17. -----------------------------------------

9.    ----------------------------------------                            18. -----------------------------------------

 

 

Director ---------------------------------

Responsible person ---------------------

Date of issue ----------------------------

 

Seal:


დანართი №3
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის-მოწმობის გაცემის წესი
მუხლი1. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა.                                       

 1.სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმების გაცემას უზრუნველყოფს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია მისი კონტროლის და მმართველობის სფეროში შემავალ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

2. მოწმობის ფორმების დაკვეთას ახორციელებს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმო ხელშეკრულების საფუძველზე.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.

მუხლი 2. მოწმობის ფორმების შენახვა და გაცემა.

1.  მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

2.  მოწმობის ფორმების შენახვა-გაცემას უზრუნველყოფს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ მოწმობის ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.

 მუხლი 3. სამსახურის მიერ მოწმობის ფორმების გაცემა.

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნტით განსაზღვრული პირი უზრუნველყოფს მოწმობის ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.

 2. მოწმობის ფორმების მისაღებად ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარემოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

 3. მოწმობის ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მინდობილ პირს პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში.

 მუხლი 4. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა.

1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის (შემდგომში მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასების აღნიშვნით.

2. მოწმობის რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით ინახება დაწესებულებაში.

მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა.

 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება კულტურის სამსახურს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.

4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით.