ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 24 სექტემბერი ქ. თელავი |
|
მინიჭების წესი
1. ამ წესით განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრს – თელავის მაჟორიტარ დეპუტატს;
დ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს;
ე) ქალაქ თელავის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ვ) საინიციატივო ჯგუფს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.
1. ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანების პროექტს წარუდგენს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება წელიწადში ერთხელ ტრადიციულ დღესასწაულზე „ერეკლეობა". განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან/და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) საკუთარი სურვილით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.176.016034.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.08.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №34, 24.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2518787/