შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე
მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი
დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№28
2014 წლის 23 სექტემბერი
ქ. ბათუმი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად:
1.
შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
დ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ე)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი.
2.
საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ)
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ზ)
ხათუნა ფაღავას – ა(ა)იპ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ქართული ასოციაცია „გენეზისის“ წარმომადგენელს;
თ)
ნინო ჩხაიძეს – ა(ა)იპ ,,Art Way“–ს წარმომადგენელს;
ი)
თემურ კაკაბაძეს – ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ წარმომადგენელს;
კ)
თამაზ მჟავანაძეს – ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის’’ წარმომადგენელს;
ლ)
ნანა საყვარელიძეს - ა(ა)იპ სამედიცინო ცენტრი ,,თანას’’ წარმომადგენელს;
მ)
მანანა ინაიშვილს – ა(ა)იპ ,,სთეფ ფორვარდის’’ წარმომადგენელს;
ნ)
მანანა მაჩალაძეს – ა(ა)იპ ,,ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება –თანადგომის’’ წარმომადგენელს;
ო)
ნათია აფხაზავას – ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის’’ ბათუმის ფილიალის წარმომადგენელს;
პ)
ციალა ქათამიძეს – ა(ა)იპ ,,ბორჯღალის“ წარმომადგენელს.
3.
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება თანახმად დანართისა.
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე
მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საბჭო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით.
2. საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სფეროში პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სფეროში საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სხვა პირთა თანაბრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის, მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
საბჭოს უფლებამოსილებანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საბჭოს ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში შეიმუშაოს რეკომენდაციები;
დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს შემადგენლობაში, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი (მინისტრი) ან ხელმძღვანელის რომელიმე მოადგილე (მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის სახით), რომელიც საბჭოს წევრის სტატუსით უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომებს.
2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ (სამ თვეში ერთხელ პერიოდულობით).
3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ხელმძღვანელობს მოადგილე.
5. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე ან მოადგილე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.
6. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა და საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს მიერ, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 5🔗.
საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე.
2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.