შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2015 წლის 29 მაისი ქ. ბაღდათი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. საბჭოს თავმდჯომარეა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და პირველი მოადგილისა გარდა, შედიან:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 6 (ექვსი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.
7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმდჯომარე.
9. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
3.საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
5.ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ:
ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) გარდაიცვალა.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი