თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №83 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. თეთრიწყარო |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების (გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების) და სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ მოსამსახურეთა მიმართ პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1.
პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2.
პრემიის გაცემა ხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1.
ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2.
პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
3.
საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.
4.
პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2.
გადაწყვეტილებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეების) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.
3.
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.09.2014. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №83. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.157.016187.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.06.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ“, №83, 26.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2522453/