საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №30/09-5 |
|
2014 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
2. ეს წესი განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში “სააგენტო”) მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.
3. საქმის მოკვლევის მიმართ გამოიყენება კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი.
2. საქმის მოკვლევაში მონაწილე პირებს საქმის მოკვლევისას უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადგენელი.
3. განმცხადებელსა და მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორცილებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განახორცილოს თვითაცილება.
2. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს შეუძლია უარი თქვას განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;
ბ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) განმცხადებლმა ან/და მომჩივანმა სააგენტოს მიერ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;
დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
3. მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2. მოკვლევის პროცესში, სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს/აგენტებს და ატყობინებს მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე.
3. სააგენტო უფლებამოსილია საქმის მოკვლევის პროცესში შესაბამისი ეკონომიკური აგენტისაგან გამოითხოვოს მოკვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე და მისი გასაჩივრების შესაძლებლობებზე და ვადებზე.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა დასაბუთებული განცხადების საფუძველზე რაც ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
4. ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვადის განახლების საფუძველია.
ა) მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;
2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
ა) ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის, 15911 და 239-ე მუხლის 65-ე ნაწილის შესაბამისად;
ბ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;
გ) მიმართოს სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით ადგილზე შემოწმების მიზნით, კანონის 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.
2. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ჯარიმის შეფარდების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე მოკვლევის ჯგუფის წინადადების საფუძველზე.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს/მხარეს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება მოკვლევის პროცესში თავისი ინციატივით კანონისა და ამ წესის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. უმრავლესობის არქონის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.
3. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, შესაბამის შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის წინადადების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეაგროვოს ცნობები საქმესთან დაკავშირებით;
ბ) მიიღოს ახსნა-განმარტება საქმის გარემოებათა დასადგენად;
გ) მოიწვიოს ექსპერტი;
დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ა) მხარეები;
ბ) დაინტერესებული მხარე.
2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებულნი არიან მისცენ ახსნა-განმარტება შესაბამის საქმეზე და გამოცხადნენ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად.
3. სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტი საქმის მოკვლევის პროცესში.
2. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს და საქმესთან დაკავშირებულ პირებს უნდა ჩაჰბარდეთ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
2. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის შემთხვევაში, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი სხდომაზე უფლებამოსილია გააკეთოს მოხსენება იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა მისი საჩივარი.
3. განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქმის მოკვლევის შემთხვევაში, აღნიშნულ მოხსენებას აკეთებს სააგენტოს წარმომადგენელი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოხსენების შემდეგ, მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს შეუძლია გააკეთოს მოხსენება საკუთარი პოზიციისა და მომჩივანის ან/და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესახებ.
5. სხდომაზე კითხვების დასმის უფლება აქვს სააგენტოს წარმომადგენელს და მხარეებს. მხარეებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს დასვას შეკითხვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საქმის გარემოებებთან, ასევე, კითხვები, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს საქმესთან, მაგრამ ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას.
6. სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
7. სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა, არ არის სხდომის გადადების საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მოწვეული პირი ან/და არსებობს პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სხდომის თავმჯდომარე გადადებს სხდომას.
8. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევ პირს.
9. სხდომის დასრულების შემდეგ, დგება სხდომის ოქმი რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
2. სააგენტოს უფლება აქვს სასამართლოს თანხმობით ადგილზე შეამოწმოს ეკონომიკური აგენტი, რომლის მიმართაც არსებობს საჩივარი ან/და განცხადება, თუ არსებობს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
3. ადგილზე შემოწმება ხორციელდება კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
2. გადაუდებელ შემთხვევებში, თუ მოსალოდნელია მტკიცებულებათა განადგურების ან სხვაგვარად დაკარგვის საფრთხე, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს არასამუშაო საათებშიც.
3. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს:
ა) მოსამართლის ბრძანება;
ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე პირთა განსაზღვრის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამსახურეობრივი მოწმობა.
4. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელმა სააგენტოს უფლებამოსილმა პირ(ებ)მა ეკონომიკურ აგენტს უნდა გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები.
5. ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილმა პირმა ან/და თანაშრომლებმა, რომლის მიმართაც ხორციელდება ადგილზე შემოწმება, ვალდებულია შემოწმების ადგილას დაუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი და არ შეუშალოს ხელი სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში.
6. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს შემოწმებისას მოიწვიოს ნდობით აღჭურვილი პირ(ებ)ი.
7. ადგილზე შემოწმების დასრულებისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერს თავად და ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი. ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირის მიერ ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
2. სხდომის დანიშვნა და მონაწილე პირთა მოწვევა ხორციელდება ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით განსაზღვრული წესით.
3. შემაჯამებელ სხდომაზე მოწვევასთან ერთად მხარეებს უნდა გადაეგზავნოთ მოკვლევის პროცესში სააგენტოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და საქმის სხვა მასალები, კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვით.
4. შემაჯამებელ სხდომას უძღვება სააგენტოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
5. შემაჯამებელ სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე შესავალი სიტყვით, რომელშიც გადმოსცემს საქმის ძირითად არსს და აფასებს არსებული მტკიცებულებებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას.
6. სხდომის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ მხარეებს მორიგეობით ეძლევათ ძირითადი სიტყვა. ძირითადი სიტყვა საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში პირველად ეძლევა მომჩვანს, შემდგომ კი მოპასუხეს, ხოლო განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში კი პირველად სიტყვა ეძლევა მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელს, შემდეგ კი მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს.
7. ძირითადი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სხდომის მონაწილეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს კითხვები, სხდომის თავმჯდომარის სიტყვიერი ნებართვის საფუძველზე.
8. მას შემდეგ, რაც მხარეები განაცხადებენ კითხვების ამოწურვის თაობაზე, როგორც თითოეულ მხარეს, ასევე განმცხადებელსა და სხდომის სხვა მონაწილეებს თავმჯდომარე აძლევს მცირე რეპლიკის უფლება.
9. სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია დაამტკიცოს, შეცვალოს ან დაუბრუნოს იგი უკან მოკვლევის ჯგუფს შემდგომი მოკვლევის მიზნით ან/და დაზუსტებისათვის.
4. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი მიღების შემდგომ ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და უნდა გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.
5. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში.