ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8/34 |
|
2014 წლის 29 სექტემბერი ქ. ფოთი |
|
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულება
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;
თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ლ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ნ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ო) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
პ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ჟ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ს) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ტ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;
ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8/34. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016224.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.04.2016-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №8/34, 29.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016224 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2523174/