თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №30/09-2 |
|
2014 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ა) პირი - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური აგენტი;
ბ) განაცხადი - პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სსიპ -კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;
გ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი - პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმისაგან მის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.
2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით.
3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან 50%-მდე.
4. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-მდე.
2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.
ა) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას და, თუ შესაძლებელია – მტკიცებულებასაც, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;
ბ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამშრომლობის ფარგლებში პირი ვალდებულია:
ა) შეწყვიტოს კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობა, ან გააგრძელოს იგი მხოლოდ სააგენტოს თანხმობითა და მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები;
გ) არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს სააგენტოს საქმის მოკვლევის პროცესში.
ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა);
ბ) პირის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ხელმძღვანელი პირი);
გ) კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ) კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს:
დ.ა) იმ პროდუქციულ და გეოგრაფიულ ბაზარს, რომელსაც ამ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებით მიადგა/ადგება ზიანი;
დ.ბ) შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ხანგრძლივობას.
ე) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;
ვ) ინფორმაცია სააგენტოში ან სხვა ქვეყნის შესაბამის უწყებაში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მის მიერ წარდგენილი სხვა განაცხადების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სააგენტოში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.
4. ორი ან მეტი პირის მიერ სააგენტოში განაცხადის ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.
5. პირი წერილობით განაცხადს სააგენტოში წარმოადგენს დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით ან ფაქსით წარდგენა სააგენტოში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
3. პირის მიერ სააგენტოსათვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი სააგენტოს თანამშრომელი და განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე და საათი.
4. პირის მიერ სააგენტოში ზეპირი განაცხადის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში,ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შედგენილ ოქმს დაერთვება პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განაცხადის აუდიოჩანაწერი.
5. პირს უფლება აქვს სააგენტოში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.
6. განაცხადის მიღების შემდეგ სააგენტო გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.
7. სააგენტო განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).
8. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირს წერილობით ეცნობება აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრავება ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით. პირის მოთხოვნით, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 10 სამუშაო დღით.
9. პირის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო მას უარს ეუბნება თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის პირობითი სტატუსის მინიჭებაზე, რაც პირს არ ართმევს უფლებას ხელახლა წარადგინოს განაცხადი სააგენტოში.
10. თუ სააგენტო დაადგენს, რომ განცხადების წარმდგენი პირი ასრულებს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, მას წერილობით ატყობინებს მისთვის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ.
11. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირობითი სტატუსის მქონე პირი არ ასრულებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობით ატყობინებს მას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მოხსნის თაობაზე.
12. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, სააგენტო იტოვებს პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს ბაზრის ანალიზის, მონიტორინგისა და საქმის მოკვლევისათვის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
13. თუ განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი კანონის შესაბამისად.
14. თუ სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი იძლევა შესაძლებლობას, სააგენტო იწყებს საკუთარი ინიციატივით საქმის მოკვლევას.
2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.
3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.
4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელიც(რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.
5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი უუქმდება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის აშკარა გახდა, რომ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან იგი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
6. იმ პირის კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირს.
2. განაცხადის შემომტანი პირის ვინაობა კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.